„მშენებლობებით იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციამ“ და დაზარალებულმა პირებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მევახშეების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 700 ათასამდე ადამიანს იპოთეკური სესხი აქვს, თუმცა ყველაზე კაბალური პირობები კერძო მევახშეებს აქვთ, რომლებიც ხშირად თაღლითურ სქემებს მიმართავენ და მოსახლეობას ღია ცის ქვეშ ტოვებენ.
იურისტები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იმ პირების გამოავლენენ რომლებიც ხშირად სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩადიან.