ოპერატიული შტაბის სხდომაზე აჭარაში არსებულ ეპიდ-ვითარებაზე იმსჯელეს

03 აგვისტო 2021, 14:45 1229 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დღეს, ​კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე არსებული ეპიდ-ვითარება განიხილეს.

მათივე ცნობით, აჭარაში Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 3000 მდე პირმა ჩაიტარა.

"ფაიზერით" ვაქცინაციისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული.

"სინოფარმით" ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.

ქობულეთისა და ხელვაჩაურის 5 ამბულატორიაში დღეს უკვე დაიწყო "სინოფარმითა" და "სინოვაკით" ვაქცინაცია.

მიმდინარე კვირას მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დამატებით 4 ამბულატორიაში განხორციელდება.

დაიწყო პედიატრიული საწოლების მობილიზება.მოზარდებისთვის,  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მობილიზებულია საწოლები. იგეგმება დამატებით ორი ახალი დაწესებულების კოვიდ მართვაში ჩართვა, როგორც თერაპიული, ასევე რეანიმაციული მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი