აჭარაში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

02 აგვისტო 2021, 10:53 1084 ნახვა

2 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 715. მძიმე პაციენტია 112, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 პირი.

2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 315.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი