"ქართულმა ოცნებამ" აჭარაში მერობის კანდიდატები დაასახელა

30 ივლისი 2021, 17:09 1443 ნახვა

''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატები ცნობილია. გადაწყვეტილების შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

ბათუმის მერობისთვის არჩილ ჩიქოვანი იბრძოლებს, რომელიც ამ ეტაპზე მერის მოვალეობას ასრულებს. 

ქობულეთში კანდიდატად ლევან ზოიძე დასახელდა, პროფესიით ეკონომისტი წლების განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში და იუსტიციის სახლში მუშაობდა, მანამდე კი კერძო კომპანიებში იყო დასაქმებული. ქობულეთის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ის 2019 წლის 1 თებერვალს დაინიშნა.

ხელვაჩაურში მმართველმა გუნდმა არჩევანი ზაზა დიასამიძეზე შეაჩერა. აქამდე ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ზაზა დიასამიძემ აღნიშნული პოზიცია მიმდინარე წლის აპრილში ჩაიბარა, მანამდე კი 4 წლის განმავლობაში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო.

ქედაში როლანდ ბერიძე დასახელდა, რომელიც მერის პირველი მოადგილეა.

შუახევში კანდიდატი მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხოლო ხულოში მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე იქნება. 

''ქართულმა ოცნებამ'' მერობის კანდიდატად აღარ წარადგინეს ქობულეთის მოქმედი მერი მირიან ქათამაძე და ხელვაჩაურის მოქმედი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი