ბრაზილიაში გათოვდა

30 ივლისი 2021, 10:43 4261 ნახვა

ბრაზილიაში მოთოვა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაეცა. ღამის საათებში 30-ზე მეტ ქალაქში დაფიქსირდა უხვი ნალექი. უამინდობამ გავლენა უკვე იქონია ბრაზილიაში წარმოებული ყავისა და შაქრის ფასებზე.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა ზარალი მიადგეთ ფერმერებს.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ბრაზილიაში ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო კლებას ვარაუდობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი