აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ტვიტერში განცხადებას აქვეყნებს.
„პარტია „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, – წერს ნედ პრაისი ტვიტერში.