ჯაშუშური პროგრამა "პეგასუსი" - ისრაელი საფრანგეთს ინფორმაციას მიაწვდის

28 ივლისი 2021, 14:53 1097 ნახვა

ისრაელი საფრანგეთს გადასცემს ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, რომლის მიერ შექმნილი ჯაშუშური პროგრამის, "პეგასუსის" სამიზნედ საფრანგეთის პრეზიდენტი სახელდებოდა.

გასულ კვირაში რამდენიმე მედიასაშუალებამ ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათ მოიპოვეს ტელეფონების ნომრების სია, რომლებსაც შესაძლოა, უთვალთვალებდნენ. სიაში მაკრონის მობილურის ნომერიც იყო.

"პეგასუსი" ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშურ პროგრამად ითვლება სმარტფონებისთვის. მას შეუძლია შეტყობინებების დაკოპირება, ფოტოების მოგროვება და სატელეფონო საუბრების ჩაწერა. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ასევე სმარტფონის მფლობელის ადგილსამყოფელის დადგენაც.

კომპანია ამტკიცებს, რომ მისი პროგრამის ყიდვა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ და ის ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი