ყოველდღიურად სამას საწოლს ვამატებთ, ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს სასტუმროების საწოლფონდის მობილიზაცია - ეკატერინე ტიკარაძე

28 ივლისი 2021, 12:07 1276 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.

"როდესაც მაღალ დანახარჯებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, იყოს მაღალრაციონალური მართვა და მობილიზაცია, მე მახსოვს, როცა მეორე ტალღის დროს გავაკეთეთ საწოლფონდის მობილიზაცია, დოკუმენტი, რომელიც მობილიზაციისთვის იყო განკუთვნილი და რომელშიც იყო გაწერილი ის ბიუჯეტი, რა თანხებიც იყო საჭირო, ძალიან ხშირად გახდა მედიის მხრიდან კრიტიკის საგანი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ეტაპობრივი და დაყრდნობილია საჭიროებაზე.

არც ერთი პაციენტი გარეთ არ დარჩენილა. ვიცით, რა მოლოდინი გვაქვს და ეტაპობრივად ემზადება სექტორი, რათა მოხდეს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა. სექტორი არის გაფრთხილებული და მათ აქვთ რესურსი 24-დან 72 საათის განმავლობაში მოგვაწოდონ  ის საწოლფონდი, რომლის დაკვეთაც საჭირო ხდება.

გეგმური ოპერაციები შეწყდა. მსგავსი დადგენილება ასევე გამოვეცით მეორე ტალღის პერიოდში, რადგან მნიშვნელოვანი არის ამ დროს ყველა საწოლი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად, რომ არ იყოს ცდუნება, ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ უნდათ და არ იყოს უარი  საჭიროებაზე.

არ გამოვრიცხავ, ისეთი ღონისძიებები გახდეს საჭირო, როგორიც მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნაა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დეფიციტი არ არის.

„მხოლოდ დღეს, რესპუბლიკურ საავმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არც ერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ყოველდღიურად  ემატება სამას საწოლი, ასევე  ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთონ მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, რათა ჩვენ შევძლოთ  პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ.

.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი