ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები მესამე კენჭისყრაზეც ვერ აირჩიეს 

26 ივლისი 2021, 13:47 1102 ნახვა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ უყარეს კენჭი, თუმცა, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი არჩევა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა.

დღევანდელი კენჭისყრის შედგები კი ასეთია:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები:

გიორგი კალანდარიშვილი 81- მომხრე, 7 - წინააღმდეგი; გიორგი სანტურიანი 3 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პირველ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

გია ცაცაშვილი 77 - მომხრე, 7 - წინააღმდეგი;

ლელა ტარიული 17 - მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის მეორე ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

თამარ სართანია 14 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

მაია ზარიძე 78 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

რადგან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი