არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, რამდენიმე დღეა რეგულაციების ნაწილი ისევ ძალაშია და ქვეყანაში ბანაკების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება შეზღუდულია. სავალდებულოა პისიარ ტესტირება. ამ დრომდე აკრძალულია ღამის კლუბების საქმიანობაც, თან იმ პერიოდში,როდესაც შუა ტურისტულ სეზონია, მაგრამ ასეთ ვითარება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქმნის. ბათუმში მოქმედი კლუბი „ კიბე“ ერთ-ერთია, რომელიც აკრძალვის მიუხედავად სტუმრებს გვიან ღამით მაინც ღებულობს. კორტებზე კი 90-იანი წლების ჰიტების საღამოა დაგეგმილი. ღონისძების ერთ-ერთი ორგანიზატორი ირწმუნება, რომ ნებართვა აქვთ და კონცერტზე რეგულაციებს დაიცვენ.