საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე იუბილარია, მომღერალს დღეს 85 წელი შეუსრულდა. იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ნანი ბრეგვაძემ სასცენო მოღვაწეობა 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო და გააგრძელა, როგორც სოლო შემსრულებელმა. გამორჩეული ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიმღერების წვდომის ნიჭითა და საშემსრულებლო მანერით.