აშშ სენატორები ქართულ პოლიტიკაზე

21 ივლისი 2021, 20:23 972 ნახვა

საქართველო იყო განხილვის თემა სენატში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის მოსმენისას. სენატორმა ჯიმ რიშმა, ისაუბრა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და შეეხო ჟურნალისტების ძალადობასა და მოსამართლეების დანიშვნას.

სენატში ამბობენ,რომ ვაშინგტონში, სხვადასხვა პარტია ჩადის და ცდილობს მხარე დავუჭირო პოლიტიკურ მანევრებში. სენატორების თქმით, არ აპირებთ მხარეები აირჩიოთ. ამ განცხადებების შემდეგ, ოპოზიცია ფიქრობს,რომ გზავნილების ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა ხისტი პოზიციები წამოიწიოს წინ. ხედავენ საფუძვლიანი ცვლილებების აუცილებლობასაც.

მმართველ პოლიტიკურ გუნდში კი აცხადებენ, რომ აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული გზავნილები საყურადღებოა და „ქართული ოცნება“ განცხადებებს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი