22 ივლისის, ღამის საათებიდან 23 ივლისის საღამომდე, საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დროის მოკლე მონაკვეთში მოსალოდნელი ძლიერი ნალექისა და ამჟამად არსებული მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლებელია განვითარდეს მეწყრული პროცესები და ყველა ის ნეგატიური სიტუაცია რაც უამინდობას თან ახლავს.
იყავით ფრთხილად.