გაერო-ს გენერალური მდივანი - ტერორიზმს საზღვრები არ აქვს

20 ივლისი 2021, 18:17 992 ნახვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. აღნიშნულის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის აცხადებს. გუტერეშმა აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ნათესავებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ ბაზრობაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაშავებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი