შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან  - ნათია თურნავა 

20 ივლისი 2021, 12:35 1664 ნახვა

რა თქმა უნდა არ განვიხილავთ - ასე უპასუხა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც 5 ივლის განვითარებულ მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშვილის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ეხებოდა. 

ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არის, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. 

''ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ვინც მონაწილეობდა აგრესიასა და ძალადობაში მკაცრად დაისაჯოს. მე ვიცი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს სურს, რომ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება, მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი და არეულობა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება.

ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ როგორც იქნა, სული მოითქვა და პასუხს ვაგებთ, ეს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდეს”, - განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, მთავრობაში არის თუ არა პასუხისმგებლობის განცდა? ნათია თურნავამ ჟურნალისტებს უპასუხა: “თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?”

მთავრობის პასუხისმგებლობაზე დაუსვეს ჟურნალისტებმა კითხვები ფინანსთა მინისტრსაც. ის აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება. 

მინისტრებს დღეს ბრიფინგების ჩატარება მოუწიათ ტრიბუნასთან, რომელზეც ჟურნალისტებმა ლექსო ლაშქარავას ფოტო დაამაგრეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი