ბათუმის კონფერენციაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც სამი ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებას ეხება 

20 ივლისი 2021, 11:17 987 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბათუმის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელიც სამი ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებას და პერსპექტივებს ეხება. 

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინდელ კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ბათუმში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტ ბატონ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტ ქალბატონს სანდუს.

ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამივე ქვეყანას, სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც გვაერთიანებს. კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფებასა და საერთო ღირებულებების დაცვას, ზოგადად, ამის გარშემო ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და კიდევ ერთხელ, მადლობა მათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი