ასოცირების შეთანხმების განხორციელება კვლავ რჩება ჩემი მთავრობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხად - ირაკლი ღარიბაშვილი 

19 ივლისი 2021, 15:43 1110 ნახვა

რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში – შეერთებულ შტატებში არჩევნებიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული – ისევე როგორც საქართველოში, სადაც რუსეთი კვლავ განაგრძობს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში შავი ზღვა საჭადრაკო დაფის რეგიონულ წინა ხაზზე რჩება.

პრემიერის განცხადებით, სწორედ ამიტომ არის ბათუმში მიმდინარე კონფერენცია მნიშვნელოვანი.

''მოუთმენლად ველი განახლებული ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას და მისი მნიშვნელობის შეფასებას საქართველოსა და რეგიონისთვის. მოდით, ცოტა ხნით გავიაზროთ გასული წლის გაკვეთილები და ჩვენი კოლექტიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის წყალობით, ჩვენ ეფექტურად გავიკვლიეთ გზას საერთო გლობალურ გამოწვევებში.

ჩვენ წინ დავუდექით გამოწვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ ვამყოფოთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პანდემიის გარდა სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორც თავად ვირუსი. მიმდინარე წელს დედამიწაზე დრამატული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარება გრძელდებოდა.

შავი ზღვის რეგიონი არის კონფლიქტის მართვის მიკროსამყარო, რადგან თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამის გაკეთება სხვაგანაც შეგვეძლება. ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას.

ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის.

ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით, შავი ზღვის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე დაეხმარება 80 000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლიანობის სრულად გაცნობიერებაში.

ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას''- განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების შეთანხმების განხორციელება კვლავ რჩება მთავრობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხად.

„ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი