,,ევროპა ჩვენი არჩევანია'', ,,მედია თავდასხმის ობიექტია'' - მდუმარე აქცია ბათუმში 

19 ივლისი 2021, 14:39 1243 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო ''შერატონის'' მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიხსნას, მდუმარე აქცია მიმდინარეობს. 

შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და მოქალაქეები. ისინი საპროტესტო აქციაზე მივიდნენ ბანერებით - ''მედია თავდასხმის ობიექტია'', ''ევროპა ჩვენი არჩევანი'', ''თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოება'', ''არა ავტორიტარიზმს''.

აქციის მონაწილეებს სურთ შარლ მიშელს მიაწვდინონ ხმა და უთხრან, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობენ.

 მთავარი მოთხოვნაა 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მოხდეს ობიექტური გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის შესაბამისად. 

ასევე დაიწყო, კოალიცია ''მედია ადვოკატირების ინიციატივით'' ხელმოწერების შეგროვება მიმართვაზე, ამ ეტაპისთვის, 60-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს. მიმართვის მიზანია,  საერთაშორისო პარტნიორებმა დემოკრატია ყურადღების მიღმა არ დატოვონ და ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვაში მხარი დაუჭირონ. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები, ბანერებზე აღბეჭდილია  გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავასა და 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები. 

''გვინდა შარლ მიშელს შეხვდეთ და ძალადობრივი ფაქტების შესახებ ვესაუბროთ. გავაგებინოთ თუ რა ძალადობრივ რეჟიმთან გვაქვს საქმე.  რომ 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, რომელიც მოსამართლეების დანიშვნას ეხებოდა არ სრულდება.  ეს მშვიდობიანი პროტესტია'' - განაცხადა პარტია ''სტრატეგია აღმაშენებლის'' წარმომადგენელმა. 

აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი