პრესისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული - შარლ მიშელი

19 ივლისი 2021, 13:24 1228 ნახვა

ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს - განაცხადა საქართველოში მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

მისივე განცხადებით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის.

"მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისულებები, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული," - აცხადებს შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი