„ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“- ბათუმი მე-17 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
კონფერნეცია 15 საათზე დაიწყება. ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი. ვლადიმერ ზელენსკი ბათუმის საერტაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. დღესვე ბათუმში უნდა ჩამოფრინდეს მოლდოვის პრეზიდენტები.
ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.