საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

19 ივლისი 2021, 10:40 1117 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 194 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 607 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 587 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 651, აჭარაში - 273, იმერეთში - 535. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 960 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 453, პირი, აჭარაში - 1 545, იმერეთში - 1 423.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი