დილიდან პროტესტი იყო საკანონმდებლო ორგანოსთან. ჟურნალისტებს, რომელთაც საშვი არ ჰქონდათ პარლამენტში შესვლას და ვახტანგ გომელაურისთვის კითხვების დასმას ითხოვდნენ.
კითხვებზე პასუხებს ითხოვდნენ ლელოს წარმომადგენლებიც თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს რასაც დაპირისპირება და დაკავება მოჰყვა.
დაკავებულია ლელო-ს წევრები გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი. ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.