აჭარაში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით, დაახლობით, 1100-ია. ამ ეტაპზე 4 ტიპის ვაქცინით მიმდინარეობს იმუნიზაცია, მათ შორის არის სინოფარმი და სინოვაკი, რომელსაც წინასწარი რეგისტრაცია არ სჭირდება. ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ დღეს საბავშვო ბაღების თანამშრომლები.
აღმზრდელთა და მასწავლებელთა ერთი ჯგუფი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. საბავშვო ბაღების გაერთიანების მონაცემებით, პერსონალის საერთო რიცხვი 1300-ს აჭარბებს, 200-ზე მეტი კი უკვე ვაქცინირებულია.