ჩხრეკა გურამ ფალავანდიშვილის და “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სახლებში

16 ივლისი 2021, 15:05 1003 ნახვა

რამდენიმესაათიანი ჩხრეკა გურამ ფალავანდიშვილის სახლში, პოლიციაში გადაყვანით დასრულდა, სადაც ასევე გადაიყვანეს მისი შვილიც. 

ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი დაკავებას არ ელოდება და ამბობს, რომ პოლიციამ მის სახლში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა. 

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, კითხვებს არა პოლიციაში, არამედ სასამართლოში  მხოლოდ ადვოკატისა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. თქვა ისიც, რომ უნდა დააკავონ ,,თბილისი პრაიდის“ წევრები და ჟურნალისტები, რომლებსაც მან დღეს მედია ტერორისტები უწოდა. 

დღეს დილით ფალავანდიშვილების საცხოვრებლის გარდა გაჩხრიკეს ,,ალტ ინფოს“ დამფუძნებლის სახლიც. ზურაბ მახარაძეც პოლიციაში გადაიყვანეს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი