ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოგფენა-გაყიდვა გაიმართა ბათუმში. გამოფენებში მონაწილეობას 50-მდე ხელოვანი იღებს. ღონისძიება „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა დღესაც გრძელდება.
ჩატარდება მასტერკლასი მარკეტინგში ხელოვანებისთვის და გაიმართება კონცერტი.
ღონისძიების მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.