საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს დააკავეს და დღემდე პატიმრობაში რჩებოდა.
5 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.