ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს შუალედურ დასკვნას არ ეთანხმებიან და ზედოზირების ვერსიას არ ცნობენ.
აცხადებენ, რომ ამ ფორმით ხელისუფლება ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს გარდაცვლილს, ასევე პროტესტს გამოთქვამენ იმის თაობაზე, თუ რა ფორმით გადაიყვანეს მიცვალებული საექსპერტო ბიუროში.