ჟურნალისტების პროტესტი და სოლიდარობის კიდევ ერთი აქცია ბათუმში. ,,დაისაჯონ დამნაშავეები, ,, ლექსოსთვის’’ - ამ სლოგანებით ევროპის მოედანზე ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს.
შეკრებილები ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას ითხოვენ.
ამასთანავე კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დღეს ხელისუფლება ძალადობს თავისუფალ მედიაზე და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის.