ბათუმში აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

13 ივლისი 2021, 11:50 1372 ნახვა

ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს.

საპროტესტო აქციის  4-ვე მონაწილე გუშინვე  გაათავისუფლეს. მათ შორის იყოს გიორგი კირთაძე, რომელიც ამბობს, რომ სამართალდამცველებს დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქტივისტებმა მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხეს. ისინი ითხოვდნენ თორნიკე რიჟვაძესთან, როგორც “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრთან შეხვედრას, სამართალდამცველები ამის საშუალება არ მისცეს.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ და ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხიმგებლობას აყენებენ.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი