ომბუდსმენი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

12 ივლისი 2021, 19:52 910 ნახვა

5 ივლისის მოვლენებზე, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა და პრეზიდენტმა. ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა და დააყენა ყველა მნიშვნელოვანი თემა. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ არის საკითხები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი სწორად აფასებს. პრეზიდენტთან შეხვედრამდე თემას სხვა რამდენიმე განცხადებით შეეხო სახალხო დამცველი.   ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ორგანიზებული ძალადობის შედეგად და მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მიეცენ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი