ოპოზიციამ დღეს რამდენიმე მიმართულება და ვერსია განიხილა თუ როგორ უნდა მოხდეს, მათი თქმით, იმ კრიზისის განმუხტვა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ნაწილობრივი ბოიკოტის რეჟიმში, ანუ მხოლოდ სასურველი საკითხების განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, მაგალითად, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში. მათ კოლეგებს მოუწოდეს შეუერთდნენ ინიციატივას. „ლელო“ გამოსავალს“ მშვიდობიან პროტესტთან ერთად, გარდამავალ მთავრობაში ხედავს. პათოსს იზიარებს „სტრატეგია აღმაშენებელიც“. პარლამენტში მიმდინარე მოვლენები სრულიად მოუღებელია პარტია "საქართველოსთვის’’. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ "პრემიერი არ გადადგება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს"