ფინანსების ეფექტიანად განკარგვა და მომავალი წლის ბიუჯეტის მიზანმიმართულად ათვისება - ამ თემებზე, საჯარო მოხელეთა პროფესიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბათუმის საჯარო სამსახურების 148 თანამშრომელი გადამზადდა. ტრენინგის ორგანიზატორების თქმით, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარდა გამოკითხვა და გამოიკვეთა პრიორიტეტული სფეროები. ტრენინგების ჩატარებისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო.