პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნა

12 ივლისი 2021, 16:07 1489 ნახვა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს.

გოჩა აბუსერიძეს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა წინააღმდეგ მისცა ხმა; გიორგი გოგიაშვილს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, ოთხი იყო წინააღმდეგი.

ეკა ზარნაძის კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის მსგავსად ჩავარდა სესიაზეც, მას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა დეპუტატმა.

ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი; ქეთევან მესხიშვილი – 4 მომხრე, 2 წინააღმდეგი; რევაზ ნადარაია – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი; ბიძინა სტურუა - 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი - 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი; გიორგი შავლიაშვილი - 3 მომხრე, 7 წინააღმდეგი;

იუსტიციის საბჭოს წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან ექვსს დაუჭირეს მხარი, სამი ჩააგდეს, ისევე როგორც იურიდიულ კომიტეტზე.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომას, ოპოზიიდან მხოლოდ პარტია „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი