ჟან-პოლ სარტრის “ცხრაკლიტულის” პრემიერა

19 ნოემბერი 2016, 00:00 3323 ნახვა

ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე ჟან პოლ სარტრის პიესის "ცხრაკლიტული" პრემიერა გაიმართა. სცენარის მიხედვით მოქმედება ხდება ჯოჯოხეთში, სადაც ადამიანები ერთმანეთს უწყობენ ჯოჯოხეთს.  პიესაში დასის ხუთი მსახიობი მონაწილეობს, მათ შორის ორი მოყვარული. რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, პიესაზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. ჟან-პოლ სარტრის ,,ცხრაკლიტული“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამით ,,კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ გამოცხადებული „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების” კონკურსის ფარგლებში 15 ათას 916 ლარით დაფინანსდა.

ამავე კატეგორიაში