ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის აშენებისთვის კომპანია „დს გროუპ”-მა 10 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.
შედეგად, აქ დასაქმებულ 500-მდე ადამიანს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები, რადგან ისინი ავარიულ მდგომარეობაში არსებულ ყოფილ „უნივერსამის“ შენობაში მუშაობდნენ. კომპანია გეგმავს აგვისტოში დაასრულოს მეორე შენობაც, სადაც დამატებით დასაქმდება 300-მდე ადამიანი, ხოლო სავაჭრო ცენტრს შეემატება კინოთეატრი და ბავშვთა გასართობი ცენტრი.