წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ

10 ივლისი 2021, 12:10 806 ნახვა

დღეს, 14:00  საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ. შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II გადაიხდის პარაკლისს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ ეწვია და მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი