ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

10 ივლისი 2021, 12:30 1465 ნახვა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული დააკავეს. მას პროკურატურა ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში სდებს ბრალს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული  ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება გრძელდება“ - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი