''თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მათ პროკურატურა „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობას, ოფისში უკანონოდ შეჭრას, ინვენტარის დაზიანებას და სიტყვისა და აზრის გამოხატვის შეზღუდვას ედავება.
სასამართლო პროცესების პარალელურად იზრდება დაკავებულთა რიცხვი. პოლიციამ ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 ადამიანი დააკავა და 1 მოქალაქეს ბრალი წარედგინა.
შს სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით აგრძელებს საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს - ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.