უკრაინა-ლუცენკო სააკაშვილის ექსტრადიციას გამორიცხავს

18 ნოემბერი 2016, 00:00 3141 ნახვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უარყო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. “უკრაინა თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადასცემს”, - განაცხადა იური ლუცენკომ. უკრიანის გენერალურმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ 20 ნოემბერს ჰააგაში მიემგზავრება, სადაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეხვედრები აქვს დაგეგმილი. როგორც მანამდე “უკრაინსკაია პრავდამ” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, უკრიანის პრეზიდენტის ამდინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხი განიხილებოდა.

ამავე კატეგორიაში