ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 მოქალაქე დააკავეს

08 ივლისი 2021, 18:04 757 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 , ხოლო ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე 3 მოქალაქე  დააკავა.  დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა  15  მოქალაქე დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში