უკრაინული მედია სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციაზე წერს

18 ნოემბერი 2016, 00:00 2058 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გარემოცვაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ, სადაც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არქონის გამო, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ვერ ჩამოართმევენ, ამის გამო კი, მისი ქვეყნიდან გასადევნად, საქართველოსთვის გადაცემის საკითხი განიხილება. „უკრაინსკაია პრავდა“ კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც, ამ ეტაპზე, თემაზე არ საუბრობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე, „თავდაუსხმელობის“ შესახებ შეთანხმება მოქმედებდა.

ამავე კატეგორიაში