ფიზიკური ძალადობა , ევროკავშირის დროშის უკვე მეორედ ჩამოხევა და განადგურება - ოპოზიციისთვის ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები კრიტიკის საგანი ხდება. ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ მმართველ პოლიტიკურ ძალას და უკვე ხედავენ საფრთხეს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში კი ირწმუნებიან, რომ არ დაუშვებენ დაძაბულობის გაღვივებას და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.