ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება შეიკრიბნონ და თავისი მოსაზრება გამოხატონ, ჩვენ გვინდა ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას - ევროკომისარი 

07 ივლისი 2021, 16:33 1227 ნახვა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ამ პრივილეგიით ყველამ უნდა ისარგებლოს. 

ოლივერ ვარჰეიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ძალადობითა და დისკრიმინაციით გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. 

​​''გუშინ და გუშინწინ განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. ეს საკითხი პრემიერთან შეხვედრის დროსაც განვიხილეთ. ძალადობისგან არაფერი არ წარმოიშვება. ყველა ადამიანს უნდა  ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და თავისი მოსაზრება გამოხატოს. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. გვინდა ვიხილოთ როგო განვითარდება მოვლენები და პროცესები.

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში მივედი, ვნახე რომ ევროკავშირის დროშა  კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო'' - განაცხადა ევროკომისარმა. 

გუშინ ''პრაიდის'' მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი