ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მეტად გაუმჯობესებაა - ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2021, 11:57 938 ნახვა

უწყების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მეტად გაუმჯობესებაა - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა,  სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 10-წლიანი გეგმა ცხოვრების ყველა ეტაპზე ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

მისივე განცხადებით, 2021-2030 წლებში გაძლიერდება გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობა, დაინერგება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური მექანიზმები, გაუმჯობესდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. 

"სამინისტრო მეტად ორიენტირებული იქნება დაავადებათა პრევენციაზე, პროფილაქტიკაზე, ადრეულ გამოვლენასა და გართულების თავიდან აცილებაზე, გაძლიერდება ოჯახის ექიმის რგოლი,  გაიზრდება სერვისების მოცულობა"-განაცხადა ეკატერინე ტიკაარძემ.

მინისტრის განცხადებით, ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წარმოადგენს სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

ამ მიზნით, მოხდება ჰოსპიტლების სელექტიური კონტრაქტირება და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დანერგვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში