კამჩატკაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს

07 ივლისი 2021, 11:45 466 ნახვა

მაშველებმა კამჩატკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრების ამოყვანის პროცესი დაიწყეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 6 გარდაცვლილის ცხედარი. შეგახსენებთ, რუსეთში, კამჩატკაში ავიაკატასტროფა გუშინ მოხდა.

სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან პალანასკენ მიემართებოდა, 28 ადამიანი - 22 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი  იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. კამჩატკის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში