თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე ჟურნალისტების დარბევის ფაქტებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ, მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
პაატა გურჩიანი, გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.