პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით, საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ - ვარლამ გოლეთიანი

05 ივლისი 2021, 14:49 1009 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „რიონის ხეობის“ მცველები მივიდნენ. 

ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ მიუღებელია ძალადობა. იქნება ეს ლგბტ პირი თუ ჟურნალისტი.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ როგორც ეკლესიის მრევლი, იმისთვის, რომ მშვიდობიანად გააპროტესტონ მიმდინარე მოვლენები.

მისივე თქმით, ისინი ლგბტ პროპაგანდას მხარს არ უჭერენ.

"ჩვენ უბრალოდ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით.  საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ. საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დააინიცირებს ძალადობას.

უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით. როცა დიდი აქციაა და იქ არიან სხვა ადამიანებიც, მრევლის გარდა, რომელთათვისაც ასევე მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და ვერც ჩვენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი