ხვალიდან პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

05 ივლისი 2021, 10:48 622 ნახვა

ხვალიდან დაიწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

პარალელურად ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრულ რეფორმირებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იქნება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით შარლ მიშელის დოკუმენტი არ ირღვევა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა.

პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები. სახალხო დამცველი პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში