ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულია. განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა გვიან ღამით გამოსცა, ამავე დოკუმენტით ასევე შეიქმნა საკონკურსო კომისია.
განცხადებების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს დაიწყო, ბოლო ვადად კი მომდევნო კვირის სამშაბათი განისაზღვრა კანონით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც საკონკურსო კომისიის მეშვეობით შეარჩევს.
ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს.