ერთიანი ეროვნული გამოცდები

01 ივლისი 2021, 18:31 2219 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე სრულდება. ამ წუთებში აბიტურიენტები მეორე სესიიდან გამოდიან. გამოცდა დღეს ქართულ ენასა  და ლიტერატურაში ჩაბაარეს. აბიტურიენტების ნაწილის თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო.  წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრი 11 ქალაქშია გადანაწილებული. მათ შორის 4 აჭარაში, სადაც დაგვიანების მიზეზით მხოლოდ ერთი აბიტურიენტი არ შეუშვეს გამოცდაზე, ასევე ერთი არ გამოცხადდა ხულოს საგამოცდო ცენტრში.   ჯამში მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე ჩაიარა დღევანდელმა დღემ. გამოვლინდა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტებიც, რის გამოც ისინი გამოცდას არ გამოეთიშებიან  და პროცესს მოგვიანებით შეურთდებიან

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში